აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები მეორე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნაა, რომ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა დროული გათავისუფლება მოხდეს. ამასთან, ისინი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.
“ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას დაემგვანა, ივანიშვილი ქვეყანაში რეპრესიებს ახორციელებს, ამ შემთხვევაში დემოკრატიული სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება. მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები”,- განაცხადეს შეკრებილებმა
