„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგი სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების მსოფლმხედველობასთან, მათ შორის, ღირებულებით ნაწილში“ – ლევან დავითაშვილი

-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგი სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების მსოფლმხედველობასთან, მათ შორის, ღირებულებით ნაწილში“ – ლევან დავითაშვილი
„ჩემი მოლოდინია, რომ აშშ-სთან უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები, იქიდან გამომდინარე, რომ დღის წესრიგი, რომელიც ახალ ადმინისტრაციას გააჩნია, სრულად თანხვედრაშია მსოფლმხედველობასთან, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, მათ შორის, ღირებულებით ნაწილში. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ღირებულებითი პრიორიტეტები ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვისაც“ – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას ეხებოდა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თანხვედრა, რომელიც არსებობს ახალ ადმინისტრაციასთან, სტრატეგიული ურთიერთობის წარმატებული წინაპირობა უნდა იყოს. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებს, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთის მიმართ გააჩნია და იმედი გამოთქვა, რომ მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის არამხოლოდ აღდგენა, არამედ ამ ფორმატის ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა.
„სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც, სამწუხაროდ, დაზიანდა, რა თქმა უნდა, რთული მემკვიდრეობაა ახალი ადმინისტრაციისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, მათთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, რომ პრიორიტეტების თანხვედრა, ღირებულებითი თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ინტერესები, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობისთვის ამერიკას აქვს საქართველოსთან და საქართველოს ამერიკასთან – ეს ინტერესები იქნება კარგად გააზრებული და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე ხანში შევძლებთ სტრატეგიული პარტნიორობის არათუ აღდგენას, არამედ ეს ფორმატი გადავა ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს