სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
„მხარეებმა მიმოიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. საუბარი შეეხო სომხეთის მზარდ ინტერესს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან, მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა.
ასევე, აღინიშნა, რომ -ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველო--ისა და სომხეთი-აშშ-ის ურთიერთობების შემდგომი განვითარება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის ელჩმა, აგრეთვე, მომღერალ შარლ აზნავურის დაბადების 100 წლისთავის საქართველოში სათანადოდ აღნიშვნას გაუსვეს ხაზი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა