20 Steps: გვინდა, ოქსანა ბიჩკოვას ფილმ “ნინა” (სამუშაო სახელწოდებით “ჯონჯოლი”) სთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვთქვათ

“გვინდა, ოქსანა ბიჩკოვას ფილმ “ნინა” (სამუშაო სახელწოდებით “ჯონჯოლი”) სთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვთქვათ: პროექტის გადაღება ხორციელდებოდა პანდემიის დროს 2021 წლის თებერვალ-მარტში. ფილმის განვითარების ეტაპზე პროექტი მონაწილეობდა ევროპულ კინოპლატფორმებზე. გადამღები ჯგუფი შედგებოდა ქართველი, უკრაინელი და რუსი კინოპროფესიონალებისგან. ფილმი არის მელოდრამა.
2022 წელს მხატვრული ფილმი “ნინას” პრემიერა შედგა შანხაის საერთაშორისო კინო ფესტივალზე. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე დასწრების მოწვევა გააჩნდა საქართველოს მოქალაქეებსაც და მათ შორის ანდრო ჭიჭინაძეს, ს მიერ ში შეჭრის პროტესტის ნიშნად არცერთი ქართველი კინოპროფესიონალი ფილმის პრემიერას არ დასწრებია,” – ინფორმაციას ფეიბუქგვერდი 20 Steps ავრცელებს.
ცნობისათვის, დღეს, სოციალური ქსელით ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:

“ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები🤮ამოუღიათ აქსანა ბიჩკივას ფილმი რომელიც გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე.

ფილმი კორპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი! თვითონ აქსანა გახლდავთ არაჩვეულებრივი პიროვნება ანტიპუტინისტი, აქტივისტი რომელსაც დევნიდნენ, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი! შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ. შალიკომ ფილმის გადაღების თარიღია 2023 წელი,  რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე! არც ერთ პროექტში, უკრაინის ომის მერე, რუსები რასაც სთავაზობდნენ არ მიუღია მონაწილეობა, თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ, რაზეც რა თქმა უნდა ანდრო უარს ამბობდა!

აქსანა ბუჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ შალვა არ გაგივა არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ ნუ ცდილობ! და კიდევ დამყვება სუსუს მანქანა ყველგან ხო და არ მეშინია არაა!!! გაიგეთ ეს! ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენს წინააღმდეგ სიკვდილამდე! დაგმარხავთ და გადაყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!”