ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ “მილანის” შემტევ რაფაელ ლეაოს შესახებ ისაუბრა. ის გაკვირვებულია იმით, რომ პორტუგალიელზე ბევრი საუბარი მიდის, მაგრამ კონკრეტულ თანხას მის სანაცვლოდ არავინ იხდის.
“პსჟ-მა კვარაცხელიას სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, ანალოგიური დაუჯდა “სიტის” ომარ მარმუშის გადაბირებაც.
თუ ვისმეს უნდა ლეაო, შეუძლიათ გადაიხადონ და ისიც იყიდინონ, მაგრამ ინტერესი არ არსებობს. რატომ არ განიხილავენ მას მსოფლიოს საუკეთესო გუნდები, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “რეალი”, მანჩესტერ “სიტი” როცა მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს?!
ლეაოს სანაცვლოდ კი, რომელზეც ყველა საუბრობს, ფულის გადახდა არ უნდათ”, –
ციტირებს კასანოს Milan News.