კვარაცხელია დუეტს კოლუმბიელ ამომავალ ვარსკვლავთან შექმნის? – პსჟ-ის მორიგი მთავარი სამიზნე ცნობილია

Relevo-ს ცნობით, ს დამატების შემდეგ პსჟ შეტევით ხაზში გაძლიერებას კვლავ გეგმავს და “ასტონ ვილას” 21 წლის კოლუმბიელი ამომავალი ვარსკვლავის ჯონ დურანის შეძენა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულმა მხარემ ბირმინგემელებთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართა. პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და გარიგება სავარაუდოდ, უფრო ზაფხულშია მოსალოდნელი.
კოლუმბიელის სატრანსფერო ფასად 70 მილიონი ევრო სახელდება. ის მიმდინარე სეზონში “ასტონ ვილაში” ძალიან კარგად გამოიყურება და 19 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში 7 გოლიც გაიტანა. ამას გარდა, მან 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და 3 შედეგიანი დარტყმაც მიითვალა.
დურანი ბირმინგემული
კლუბის წევრი 2023 წელს გახდა, როდესაც ის ინგლისელებმა -ის გუნდ “ჩიკაგოდან” 16,6 მილიონ ევროდ შეიძინეს. იქამდე ის სამშობლოში ბურთაობდა და “ენვიგადოს” ფორმას ირგებდა.