Gastronome-ი განცხადებას ავრცელებს

Gastronome-ი კომპანიის სახელის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ შეტევას განცხადებით პასუხობს, სადაც აღნიშნავს, რომ ბრენდი ბაზარზე გამოჩენის დღიდან უმაღლესი სტანდარტების დანერგვით ოპერირებს.

“დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია Gastronome-ის სახელის დისკრედიტაციისკენ, არის მიზანმიმართული შეტევა ჩვენს კომპანიასა და თანამშრომლებზე სამოქალაქო პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო.

ბაზარზე გამოჩენის დღიდან ჩვენი კომპანია გამოირჩევა პროდუქციისა და მომსახურების მაღალი სტანდარტით, რასაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა.

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებისა, ერთხელაც კი არ დაფიქსირებულა ჩვენი კონსულტანტების მხრიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე რომელიმე მომხმარებლის მიმართ აგრესიის გამომხატველი ქმედება.

Gastronome მტკიცედ განაგრძობს სვლას იმ გზაზე, რომელიც დაფუძნებისთანავე აირჩია – უმაღლესი სტანდარტის დანერგვა და მხოლოდ საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის. #WEAREEU” – ნათქვამია განცხადებაში.