ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება

გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.
„წელს იმართება საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები 2025 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს, რომელიც მინისტრის რანგში პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას და მინდა მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე. სპორტის წარმატება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შეუდგნენ. მისი თქმით, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავარდეს.
„დაანონსებული გვაქვს აეროპორტის პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ გავაცდინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაც არის ჩვენს მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.