ირაკლი კობახიძე – ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც ყველას წინააღმდეგაა, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა – იმ სიკეთეებით და სარგებლით, რომელსაც მივიღებთ პოლიტიკის შედეგად, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს

ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა შეფერხდეს, თუმცა, არაფერი გამოსდით – ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არამხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით,- ამის შესახებ პრემიერმა, მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, გასული წელი მთლიანობაში წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
„დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მლრდ-იანი მაჩვენებლით და შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მლრდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100 მლრდ-იან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც შესაძლებელია.
იანვარშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ტურიზმის სფეროში ძალიან კარგი მაჩვენებლები გვქონდა, 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან.
რეკორდული იყო მეოთხე კვარტალი. მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა, საარჩევნო თვე იყო ოქტომბერი, შემდეგ ნოემბერში ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, ეს გაგრძელდა დეკემბერშიც. ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალი დიდი წარმატებით დავხურეთ.
ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა შეფერხდეს, თუმცა, არაფერი გამოსდით, ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას. ხედავთ, რომ ჩვენ გვყავს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არამხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით. ამაზე მუშაობენ, რათა დაზარალდეს თითოეული მოქალაქე. არაფერი გამოსდით ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში გამოუვათ. ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც ყველას წინააღმდეგ არის, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა. უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა. რა თქმა უნდა, იმ სიკეთეებით და სარგებლით, რომელსაც მივიღებთ პოლიტიკის შედეგად, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს“,-აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე – თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა – შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს

მაკა ბოჭორიშვილი – პრემიერმა კოპენჰაგენში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას – საქართველო ევროპაში არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა