პაატა მანჯგალაძე – ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე „ქართული ოცნება“ მიწვეული არ არის, ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებული სამყარო ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმურად არ აღიარებს

ის, რომ -ის პრეზიდენტის, ს ინაუგურაციაზე „ქართული ოცნება“ მიწვეული არ არის, ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებული სამყარო ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმურად არ აღიარებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობებს ვერ დაარეგულირებს, რადგან „ისინი ს და ჩინეთის ინტერესების გამტარებელი არიან“.
„მის ნაცვლად, იქ წარმოდგენილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, არის , არიან სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აღიარება და მხარდაჭერა არ აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მხრიდან. რაც შეეხება ინაუგურაციას და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, როგორც მისი გუნდის და ტრამპის განცხადებებიდან ჩანს, ის ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას აპირებს. ეს აქტიურობა იქნება კავკასიაშიც და არავინ მოიტყუოს თავი და არ თქვას, რომ თუ რეგიონში შემცირდება ამერიკული გავლენა ან აშშ კავკასიიდან გავა, საქართველოსთვის კარგი პირობები იქნება, უფრო დაცული იქნება, თავისუფლება უფრო გარანტირებული იქნება. პირიქით მოხდება, აშშ აქედან არ გავა. აშშ ამბობს, რომ სადაც ჩინეთის და რუსეთის ინტერესი იკვეთება, ყველგან დაუპირისპირდება მათ. დარწმუნებული ვარ, არც საქართველოს დათმობას არ აპირებს ჩინური და რუსული გავლენისგან. ამიტომ, ფუჭია მოლოდინი „ქართული ოცნება“ რასაც ქმნის, ტრამპი მოვა და დავლაგდებითო. ვერ დალაგდებიან იმიტომ, რომ ისინი რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამტარებელი არიან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.