ირაკლი საუნივერსიტეტო რეფორმის კომისიას ქმნის

„ქართული ოცნების“ მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისიას ქმნის.
„4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი დღეს დამაკმაყოფილებელი არ არის.
„მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე. მოადგილე იქნება განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კომისიის მდივანი — ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ შარშან დააანონსა ფუნდამენტური რეფორმა განათლების სისტემაში „ლიბერალური ტენდენციების“ აღმოსაფხვრელად, რაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ცვლილებასაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა