“იმ სტუდენტების საყურადღებოდ, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ პროტესტი მათ არ ეხებათ – დიქტატურა და სისხლიანი რეჟიმი ფორსირებულად შემოდის საუნივერსიტეტო ცხოვრებაშიც.
ეს სისხლიანი რეჟიმი გაჩერებას არ აპირებს.
ეს ქვეყანა გადასარჩენია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო მრავალი წლით გადაიქცევა/დარჩება რუსეთის უკანა ეზოდ, რომელიც კადიროვ-ხარებას მეთოდებით იმართება.
ჯერ კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი.
ამისათვის კი საყოველთაო დაუმორჩილებლობა და ბრძოლა გვჭირდება!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!” – წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა.