ჩინური ბანკების საქართველოში შემოსვლის რისკები – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო იდეას” ახალი ანგარიში ეხმაურება სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ მოსალოდნელ შედეგს, ქართულ ბაზარზე ჩინური ბანკების შემოსვლას.
ანგარიშში წარმოდგენილია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკებს შორის გამართული შეხვედრები, რომლებზეც ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი ჩინური სამთავრობო ბანკების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებ.
ანგარიშში ასევე განხილულია ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც ჩინური ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის, წარმოდგენილია „ვალის მახის დიპლომატიის“ შემთხვევები შრი-ლანკაში, ტაჯიკეთსა და მონტენეგროში.
დოკუმენტის თანახმად, სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ეფექტი ყოველდღიურად მეტ ძალას იკრებს და სულ უფრო ხელშესახები ხდება ფინანსურ სექტორში. კერძოდ, 2024-ში გააქტიურებული მიმოსვლა ოფოციალურ პეკინსა და თბილისს შორის და შეხვედრებზე გახმოვანებული წინადადებები მიანიშნებს, რომ ქართულ ბაზარზე ჩინური სამთავრობო ბანკების შემოსვლის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება და მხოლოდ დროის ამბავია.
“უკვე ნათელია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის დროს გაცემული დაპირებების შესაბამისად, წამყვანმა ჩინურმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, მათ შორის, “Bank of China” და “Export–Import Bank of China”-მა გამოხატეს ქართულ ბაზარზე ოპერირების სურვილი.
“Bank of China” და “Export–Import Bank of China” წარმოადგენენ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა მეშვეობითაც ჩინეთის მთავრობა გასცემს პრეფერენციულ სესხებსა და კრედიტებს. ეს სწორედ ის „პრეფერენციული სესხებია“ რომელსაც სტრატეგიული შეთანხმებით შეგვპირდა პეკინი. ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე ამ ბანკების შემოსვლა პირდაპირ აისახება ჩინეთისგან მიღებული სესხების რაოდენობასა და დინამიკაში. როგორც 2024 წელს, სამოქალაქო იდეას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია[1] ნაჩვენები, ჩინეთის ბანკების პოლიტიკა მოვალე
სახელმწიფოებს მთელ რიგ გამოწვევებს უქმნის. კერძოდ:
ხშირ შემთხვევაში ჩინურ ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კონფიდენციალურია და საზოგადოებას გაცემული კრედიტის პირობების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ეს კი, განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სასესხო ხელშეკრულება შეიძლება მოიცავდეს სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველ მუხლებს.
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში დებიტორი ქვეყანა, რომელიც ვალის დაფარვის სირთულეს აწყდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მოლაპარაკებების დროს ეროვნულ ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავს. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა ტერიტორიულ დანაკარგსაც კი იწვევდეს.
ჩინეთის აღნიშნული საგარეო პოლიტიკური პრაქტიკა „ვალის მახის დიპლომატიის“ სახელწოდებითაა ცნობილი. მსოფლიოში მრავალი მაგალი არსებობს აღნიშნული პოლიტიკის გამოყენების და ჩვენც შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს:

მას შემდეგ, რაც შრი-ლანკა ვალის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემებს წააწყდა, იგი იძულებული გახდა 2017 წელს ჩინურ კომპანიასთან ხელი მოეწერა 99-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებისთვის. შედეგად, პორტის 70 % ჩინური მხარის საკუთრებად იქცა. ტაჯიკეთმა ვალის გადაუხდელობის გამო ტერიტორიების ნაწილი ჩინეთს
დაუთმო. 2011 წელს ქვეყანამ ჩინეთს გადასცა 1,000 კვ. კმ-ის ფართობის ტერიტორია. გარდა ამისა, 2017 წლიდან ქვეყანაში ფუნქციონირებს ჩინური სამხედრო ბაზა. როგორც ცნობილია, 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მუხლი სწორედ
ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის საკითხს ეხება. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, ჩინეთი განიხილავს საქართველოს სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის პრეფერენციული სესხების უზრუნველყოფის საკითხს. აღნიშნული წინადადება თავისთავად გულისხმობს, რომ ქართულ ბაზარზე ჩინეთის ცენტრალური ბანკის, იგივე ჩინეთის სახალხო ბანკის შემოსვლის საკითხი ფორმალურ დონეზეცაა ასახული,” – წერია ანგარიშში.
აქვე წერია, რომ 2014 წელს ჩინეთთან ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებდა მუხლს, რომლის მიხედვითაც, დეფოლტის შემთხვევაში, მონტენეგროს ტერიტორიის ან აქტივების ნაწილის კონტროლის უფლება ეძლეოდა ჩინურ მხარეს.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ როგორც ცნობილია, 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მუხლი სწორედ ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის საკითხს ეხება. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, ჩინეთი განიხილავს საქართველოს სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის პრეფერენციული სესხების უზრუნველყოფის საკითხს. აღნიშნული წინადადება თავისთავად გულისხმობს, რომ ქართულ ბაზარზე ჩინეთის ცენტრალური ბანკის, იგივე ჩინეთის სახალხო ბანკის შემოსვლის საკითხი ფორმალურ დონეზეცაა ასახული.

“2014 წელს ჩინეთთან ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებდა მუხლს, რომლის მიხედვითაც, დეფოლტის შემთხვევაში, მონტენეგროს ტერიტორიის ან აქტივების ნაწილის კონტროლის უფლება ეძლეოდა ჩინურ მხარეს. საინტერესოა, რომ ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია ბოლო თვეებში ინტენსიური დინამიკით გამოირჩევა. კერძოდ, არჩევნებამდე და ს შემდგომ პერიოდში, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები როგორც საქართველოში, ისე ჩინეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტების დროს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ ბოლო თვეების განმავლობაში, ფინანსურ სექტორში ურთიერთობების გასაძლიერებლად გადადგმულ ნაბიჯებს:
2024 წლის 19 მარტს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს ფინანსურ სფეროში თანამშრომლობაზე. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს ფინანსურ სფეროში თანამშრომლობაზე. თურნავამ აღნიშნა, რომ 2023 წელს ხელმოწერილმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებამ ფინანსური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები გაზარდა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო ბანკსა და სხვა ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოხატა. 2024 წლის 20-21 აგვისტოს, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტი, რენ შენჯუნი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, ბანკის პრეზიდენტი შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები. საყურადღებოა, რომ ჩინური მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს სურს, მრავალფეროვანი ფინანსური სერვისების უზრუნველყოფით, მხარი დაუჭიროს საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, საკომუნიკაციო და სავაჭრო ინიციატივებს.
2024 წლის 11-13 სექტემბერს, საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პეკინში. ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს, პანგ გონგშენგს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის,” – ვკითხულობთ ანგარიშში.
აქვე ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით. 2024 წლის 25 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
“შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე. კერძოდ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ „თანამშრომლობის გაღრმავების, ორივე ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვისა და პროცესების დაჩქარების მიზნით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მომავალში ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.“
2024 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვარლამ ებანოიძე, ჩინური გადახდების სისტემის, „ალიფეის“[2] მიწვევით, დაესწრო ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმს.
ალიფეი არაერთხელ მოქცეულა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ისეთი სკანდალური ინციდენტების გამო, როგორიცაა მომხმარებელთა ინფორმაციის არალეგალურად შეგროვება. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა როგორც ვარლამ ებანოიძე, ისე ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და სხვა უმსხვილესი ბანკების ხელმძღვანელი პირები. საყურადღებოა, რომ ამ ვიზიტის შედეგად, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები „ალიფეის“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ოპერირებისთვის. 2024 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე გალდავა ესწრებოდა პეკინში გამართულ საერთაშორისო ბიზნესფორუმს. ვიზიტის ფარგლებში, ეკატერინე გალდავა შეხვდა სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენელს და მხარეებმა თანამშრომლობის
საკითხები განიხილეს,” – ვკითხულობთ ანგარიშში და დასკვნის სახით აღნიშნულია შემდეგი:

“საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება აცნობიერებს რა ანტი-დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის სავარაუდო ეკონომიკურ შედეგებს, სულ უფრო მეტად უახლოვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. სინო-ქართული ფინანსური თანამშრომლობა კი, საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ევრო-ინტეგრაციას, ისე ეროვნულ უსაფრთხოებას. როგორც უკვე აღინიშნა, ჩინური ბანკები არიან პეკინის ე.წ „ვალის-მახის დიპლომატიის“ წამყვანი ინსტრუმენტები. ამიტომ, ქართულ ბაზარზე ჩინური ფინანსური ინსტიტუტების ფუნქციონირებამ ქვეყანა სერიოზული
ეკონომიკური თუ პოლიტიკური გამოწვევების წინაშე შეიძლება დააყენოს.”