კიეზამ “ნაპოლიში” გადასვლაზე უარი განაცხადა

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “ლივერპულის” 27 წლის ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შეცვლაზე უარი განაცხადა.
იტალიელ ფეხბურთელს სამშობლოში იწვევდნენ და მისით განსაკუთრებულ ინტერესს ს ყოფილი გუნდი “ნაპოლი” იჩენდა.
კიეზას მიზანია, რომ “მერსისაიდულ” გრანდში თავისი ადგილისთვის იბრძოლოს. მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგის მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.