ირანის თავდაცვის მინისტრი – თუ წითელ ზღვაში მრავალეროვნული საზღვაო ძალების სამუშაო ჯგუფს შექმნის, მაშინ ისინი განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან

თუ აშშ წითელ ზღვაში მრავალეროვნული საზღვაო ძალების სამუშაო ჯგუფს შექმნის, მაშინ ისინი განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, – ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამედ-რეზა აშტიანმა განაცხადა.
„თუ ისინი ასეთ ირაციონალურ ნაბიჯს გადადგამენ, მაშინ განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან“, – განაცხადა მოჰამედ-რეზა აშტიანმა.
თეთრმა სახლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჰუსიტების მიერ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების ფონზე, წითელ ზღვაში საზღვაო სამუშაო ჯგუფის შექმნას განიხილავს.
„ასეთი ნაბიჯის გადადგმა იმ რეგიონში, სადაც ჩვენ უპირატესობა გვაქვს, არავის შეუძლია“, – აღნიშნა ირანის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…