„ჰამასის“ მაღალჩინოსანი – ისრაელს დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სია გავუგზავნეთ

„ჰამასის” მაღალჩინოსნის განცხადებით, ისრაელს იმ მძევლების სია გაუგზავნეს, რომელთა გათავისუფლება დღეს იგეგმება. ინფორმაციას The Times of Israel-ი პალესტინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელელმა ჩინოვნიკმა საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-ს განუცხადა, რომ „ჰამასმა“ შუამავლებს სამი ქალი მძევლის სახელი და გვარები გადასცა.
მოგვიანებით, „ჰამასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს რომი გონენს, ემილი დამარისა და დორონ შტაინბრეჩერს გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც „ჰამასმა“ დღეს უნდა გადასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“