სალომე ზურაბიშვილი: “ტრამპს მაშინ ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა”

რა უთხარით დონალდ ტრამპს საფრანგეთში გასაუბრებისას? – ეს კითხვა Foxnews-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს დაუსვა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელევიზიის ეთერში აღნიშნა, მან ტრამპს უთხრა, რომ საქართველოს სჭირდება ამერიკის მხარდაჭერა.
“მე ზუსტად ეს ვუთხარი – რომ საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ ეს ყველაფერი ღია კრიზისში გადაიზრდება. უკვე 53 დღეა, ქუჩაში მყოფი ხალხი აპროტესტებს, რომ ეს მთავრობა, რომელსაც მანდატი არ აქვს და რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, ცდილობს, საქართველო ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანოს. ამერიკის მხარდაჭერა სწორედ აქ გვჭირდება. მაშინ პრეზიდენტად არჩეულმა და ხვალიდან უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა, მითხრა, რომ ის საქართველოში ნამყოფია, რომ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას ძალიან აფასებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს უფრო ძლიერი მოკავშირე იქნება მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდება და როცა საქართველო თქვენი, ამერიკელების, ყურადღების ცენტრში უნდა იყოს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპთან გასაუბრება პარიზში, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ნოტრ დამის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში მოახერხა. აღნიშნულ ღონისძიებას მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ.