რის თქმას ურჩევდით ტრამპს პუტინთან საუბრისას? – Fox News-ის ამ შეკითხვას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ის ურჩევდა ტრამპს კრემლის ლიდერისთვის ეთქვა – “ხელები შორს საქართველოსგან”.
“ხელები შორს საქართველოსგან, ხელები შორს კავკასიისგან, რადგან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესის სფეროა. ეს რეგიონი რუსეთის მმართველობის ქვეშ ვეღარ მოექცევა. კავკასიას დამოუკიდებლად არსებობის უფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო – ადგილი, სადაც სხვადასხვა ცივილიზაცია ხვდებოდა ერთმანეთს. ამ ადგილას ევროპული ფასეულობები ყოველთვის ცენტრალური იყო, საქართველო კი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს და რომელსაც სურს, რომ იმ ფასეულობების მქონე საზოგადოების ნაწილი იყოს, რომელსაც ევროპა და აშშ წარმოადგენენ. ასე რომ, ხელები შორს საქართველოსგან”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
“ვიმედოვნებ, რომ ამერიკა არ იქნება დაკავშირებული იმ რეჟიმებთან, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ. ამერიკის ინტერესები სწორედ ამაში უნდა გამოიკვეთოს. ჩვენ აქ ვართ, რათა ამერიკასა და ქართველ ხალხის ეს საერთო ინტერესები დავიცვათ. ხალხი არასდროს უნდა შეეწიროს მსხვერპლად იმ მთავრობებთან ურთიერთობებს, რომლებიც მათ (ხალხს) არ წარმოადგენენ”, – დასძინა მან.