„ჰამასის“ განცხადებით, გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ფერხდება

დაჯგუფება „ჰამასის“ მტკიცებით, დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სიის სთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ადასტურებენ ერთგულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებისადმი”.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება და შეთანხმების პირობების მიხედვით, „ჰამასს“ მძევლების სია ისრაელისთვის გათავისუფლებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე გაეგზავნა.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.