ნათია მეზვრიშვილი – სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს გიორგი გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებები და ახლა ანადგურებენ თავდასხმის სათვალთვალო კამერების კადრებს

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „ შერატონის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ის მტკიცებულებები, რომელიც პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ასახავდა.
ამასთან, მისივე თქმით, სასტუმროს თანამშრომლები ასევე თავდასხმის ამსახველ სასტუმროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებსაც ანადგურებენ.
აღნიშნულს ნათია მეზვრიშვილის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ურთავს, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იატაკს წმენდს.
მეზვრიშვილის განმარტებით, ინფორმაცია სასტუმროს სათავო ოფისსაც აცნობეს.
„სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ ექსპერტიზის მტკიცებულებები და ახლა, თითქოს ანადგურებენ თავდასხმის სათვალთვალო კამერების კადრებს!“ – წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება