გიორგი ჟამერაშვილი: ხვიჩას, პსჟ დან წასვლა თუ მოუნდება მერე დრაკონი უნდა დაამარცხოს და დევებს თავი მოჭრას, ამის მაგალითი გახლავთ მბაპე

“ახლა დაიწყებენ ბოღმიანი, შურიანი ხარო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:
ჩემი აზრით მ პსჟ-ში გადასვლით მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. თან მაშინ როდესაც ინტერესი იყო ინგლისური კლუბებიდანაც.
რატომ? – იმიტო, რომ ლიგა ერთი, იტალიის ჩემპიონატზე დაბალი დონის ჩემპიონატია, პრემიერ ლიგა კი ჩემთვის ნომერ პირველი ჩემპიონატია. ვფიქრობ, შეიძლება აეღო 2-3 მილიონით ნაკლები და ინგლისი აერჩია. მაგრამ მამუკა დააჯდა მხარზე და უთხრა ალბათ: ხვიჩი, ეს მაგარი პრიდლაჟენიაა, კაი მაყუთია ბიძი
პსჟ- ლიგაზეა არგუმენტს მე ვერ მივიღებ, რადგან პსჟ ჩემთვის არც გრანდია და არც ლიგის ფავორიტი. ჩემპიონთა ლიგის ცხრილს თუ ჩახედავთ ნახავთ, რომ ამ მონაცემებით ფლეიოფშიც ვერ გადის. პსჟ არის ფერმერების ლიგაში მოასპარეზე ფულიანი კაცის გუნდი, რომელმაც ფეხბურთი უდიდესი თანხების ხდით გააფუჭა და ვფიქრობ ნეიმარის კარიერაც.
თან ხვიჩას, პსჟ დან წასვლა თუ მოუნდება მერე დრაკონი უნდა დაამარცხოს და დევებს თავი მოჭრას, ამის მაგალითი გახლავთ მბაპე.
ასევე პსჟს ფანებს რამე ისეთი თუ გაუკეთე, რაც არმოეწონათ მერე სულ შეგიძულებენე რაც ლეო მესისთან მიმართებაში მოხდა.
ვფიქრობ სჯობდა მოეცადა სეზონის ბოლომდე და მერე შეეცვალა კლუბი, მაგრამ ბუნებრივია წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას, იქნებ პარიზში ცხოვრებისას მაინც ნახოს თუ როგორ იქცევიან ევროპელი მომიტინგეები,” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი.