პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრალდებები, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ისმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა

პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრალდებები, რომელიც ს შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ისმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა
პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრალდებები, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ისმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
„როდესაც შეირჩა ვენდორი კომპანია, ისევე, როგორც როდესაც შეირჩა აუდიტორული კომპანია, ყველა ეს პროცესი იყო სრულიად საჯარო. არანაირ მომართვას, ან ოფიციალურ რეკომენდაციას ადგილი არ ჰქონია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ რაღაც მოთხოვნები ამ პროცესში ყოფილიყო გათვალისწინებული, რაც თავის მხრივ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შეფასებები რომელიც კეთდება, ან განცხადებები უნდობლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრალდებები, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ისმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ის, რაც დღეს ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, ქართველი კაცის ქცევას არ ჰგავს! მიკროფონგარჭობილი ვიღაც ქალოია რუსეთის დროშას აშარდავს! თუ მართლა მტრის, რუსეთის დამარცხება გინდა, გაასხი უკრაინაში და ეომე რუსებს, ვინც მოგიწონა ისინიც თან წაიყოლე და მაგით ამტკიცე შენი მტერთან ბრძოლა!

საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა