ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი მძიმედ დაიჭრა ს არმიის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად. ზაპორიჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ასევე დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი მონაცემით, თავდასხმა რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი . “ყოველი ასეთი ტერაქტი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთი თვითონ არ ჩერდება – მისი შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ზეწოლით შეიძლება”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში, დაბომბვის შედეგების ამსახველი ვიდეოს ფონზე.

რუსეთი ს ყოველდღე ბომბავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესვრის. მოსკოვი სამოქალაქო პირების დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.