რუსული მედია – ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში ერევნის ნაბიჯებთან დაკავშირებული ვითარება განმარტა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირთან დაკავშირებით ს ნაბიჯები განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის მიერ ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებული ვითარება განმარტა. ს ლიდერმა შესაბამისი კომენტარები და შეფასებები გააკეთა“, – აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, პუტინმა და ფაშინიანმა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
„აღინიშნა მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელი ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის ფარგლებში ერთობლივი მუშაობის შედეგად, მათ შორის სომხეთის ეკონომიკისთვის“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება