ჟურნალისტების აქცია თბილისსა და ბათუმში: თავისუფლება მზია ამაღლობელს, შეუჩერდეს უფლებამოსილება დგებუაძეს

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე -ს შენობასთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს, კოლეგას, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.

-ს შენობის შემდეგ, ჟურნალისტები მსვლელობით გენპროკურატურის შენობასთან გადაინაცვლებენ.

თავისუფალი და კრიტიკული მედიების ჟურნალისტები მზია ამაღლობელის გათავისუფლების გარდა ითხოვენ, უფლებამოსილება შეუჩერდეს მის დამკავებელს, ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ირაკლი დგებუაძეს, რომელმაც ამაღლობელზე დაკავების შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებაც კი სცადა და მას სახეში შეაფურთხა.

რეჟიმის კიდევ ერთმა ინსტანციამ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ჟურნალისტი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

[მთავარი ფოტო: მედიაჩეკერი]

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება