„რეჟიმის დამცველი“ – სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება. მოქალაქეთა ჯგუფი აპროტესტებს ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის საჯარო განცხადებებს, რომლებიც მან პროევროპულ აქციებსა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
დემონსტრანტებმა მიიტანეს პროევროპული აქციების იმ მონაწილეების ფოტოები, რომლებსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. პლაკატებზე წერია: „რეჟიმის დამცველი“, „სახალხო დამცველი – რეჟიმის დამცველი“. აქციაზე მიიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვილი მტკიცებულებები, რომლებითაც ამტკიცებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო გაყალბდა.
ლევან იოსელიანმა ბოლო პერიოდში ორი განცხადება გააკეთა:
· მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება;
· აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება ვერ დაინახა.
„საქართველოში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, ხოლო სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენი უფლებების მთავარი დამცველი უნდა იყოს, რეჟიმის დამცველად იქცა!..
ეს უკვე აღარ არის უბრალოდ დუმილი – ეს უსამართლობის გამართლებაა! ამ ქმედებით, ლევან იოსელიანი ხდება მოძალადე რეჟიმის თანამონაწილე“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ერთ-ერთმა მონაწილემ აქციაზე თაიგული მიიტანა და თქვა, რომ უნდა სახალხო დამცველს „პატივი მიაგოს“.
საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , არასამთავრობო სექტორი. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს. მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ თბილისსა და რეგიონებში.
პროევროპული აქციების მოთხოვნაა ასევე აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ათობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრები გადაღებული აქვთ მედიასაშუალებებს. ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არაა დასჯილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია