სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებული ტენდერით 2.5 მილიონად 12 683 ცალ გორგოლაჭებიან სავარძელს ყიდულობს. როგორც შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შემსყიდველ ორგანიზაციებს შორისაა სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, მუნიციპალიტეტის მერიები, სსიპ-ები და ააიპ-ები. ტენდერი 2024 წლის დეკემბერში იყო გამოცხადებული და მასში გამარჯვებულად შპს ნოვი სტილი ჯორჯია გამოცხადდა. ის გორგოლაჭებიან სავარძლებს შესყიდვების სააგენტოს 2 384 404 ლარად სთავაზობს.
შპს ნოვი სტილი ჯორჯიაა გამარჯვებული 19 937 ცალი საკონფერენციო სკამის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერშიც, აქაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები არიან შემსყიდველი ორგანიზაციები, მათ შორის შსს, სკოლები, მუზეუმები,უნივერსიტეტები, ფოსტა და ა.შ. აღნიშნული სკამების შესაძენად 1 026 954 ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. კომპანია სააგენტოს სკამებს 986 881 ლარად სთავაზობს. კომპანიის დირექტორი და 100%-ის მფლობელი მალხაზ შალამბერიძეა.