აქცია სახალხო დამცველის ოფისთან – “გააგონე ხმა რეჟიმის დამცველს”

“გააგონე ხმა რეჟიმის დამცველს” – ამ სახელწოდებით სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ლევან იოსელიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ იმის ნაცვლად რომ ის მოქალაქეებს იცავდეს, ძალადობრივი რეჟიმის მცველად და ნაწილად იქცა. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერები.

რამდენიმე დღის წინ, იოსელიანმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ აქციებზე დაკავებულთა წამების შემთხვევები სისტემური არ იყო და რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ უნახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ