ობსტრუქციის, გარედან შემოტევის მიუხედავად, მშვიდობამ და სწორმა პოლიტიკამ დადო შედეგი – ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობს

ობსტრუქციის, გარედან შემოტევის მიუხედავად, მშვიდობამ და სწორმა პოლიტიკამ დადო შედეგი – ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაეროსა და მსოფლიო ბანკის შეფასებებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშებისა და პროგნოზების თანახმად, საქართველო რეალური ეკონომიკური ზრდით 2024 წელს მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ობსტრუქციის, გარედან შემოტევის მიუხედავად, მშვიდობამ და სწორმა პოლიტიკამ დადო შედეგი – ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობს. მისივე თქმით, სექტის ფსევდო-სპეციალისტების დასპონსორებული გოდება, რომ საქართველოში “დისტოპიური ვითარებაა”, მორიგ ჯერზე გაცამტვერებულია უმაღლესი კლასის საერთაშორისო სპეციალისტების მიერ.
„ობსტრუქციის, გარედან შემოტევის მიუხედავად, მშვიდობამ და სწორმა პოლიტიკამ დადო შედეგი – ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობს. სექტის ფსევდო-სპეციალისტების დასპონსორებული გოდება, რომ საქართველოში “დისტოპიური ვითარებაა”, მორიგ ჯერზე გაცამტვერებულია უმაღლესი კლასის საერთაშორისო სპეციალისტების მიერ.
გაეროსა და მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშებისა და პროგნოზების თანახმად, საქართველო რეალური ეკონომიკური ზრდით 2024 წელს მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. ამ ავტორიტეტული შემფასებლების მონაცემებით, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება. გაეროს შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2025 წელს 5,4%-ით გაიზრდება.
ამასთან, საქართველო ინფლაციის დაბალ ტემპს ინარჩუნებს, რომელიც 2025 წელს 2,3%-ს გაუტოლდება, 2026 წელს კი ინფლაცია 1,9%-მდე შემცირდება. კიდევ უფრო კეთილსაიმედოა მსოფლიო ბანკის შეფასება, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება. ამ მაჩვენებლებითაც საქართველო ლიდერია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს