გურამ მაჭარაშვილი – როცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ კაცების გათხოვებისა და სუვერენიტეტის ჩაბარების გარეშე ევროკავშირში არ მიგვიღებენ, ის გიკვირთ, რატომ არ არის დავოსის და მიუნხენის კონფერენციებზე საქართველო?!

კონფერენციებზე არმიწვევა კი არა, Deep State და „გლობალური ომის პარტია“ მკვლელობით ებრძვის ადამიანებს – საკუთარ პრეზიდენტი კინაღამ მოკლეს და თქვენ ის გიკვირთ, საქართველოს სადღაც ფეხს რომ უდებენ?! – ასე ხსნის პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვევას.
მაჭარაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „Deep State-მა სადღაც, კონკრეტულ სტრუქტურებში შეაღწია, სადღაც – არა და ახლა ჩვეულებრივი ბრძოლა მიმდინარეობს“.
მისივე თქმით, 2025 წლიდან ეს ყველაფერი შემცირდება.
„თავად -ში უცხოური ძალა, რასაც გლობალური ომის პარტია ჰქვია და რასაც ტრამპი Deep State-ს უწოდებს, იმ დონაზე იბრძვის, რომ აშშ-ს საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებასაც კი იგნორს უკეთებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ორჯერ კინაღამ მოკლეს, ხოლო მანამდე დაიჭირეს.
ისინი ასევე იბრძვიან ევროკავშირში – შეაღწიეს სხვადასხვა სტრუქტურებში! იგივე ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების დასანქცირებაზეა საუბარი და რა არის გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან?!
როცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ ევროკავშირში კაცების გათხოვებისა და ბრიუსელისთვის სუვერენიტეტის ჩაბარების გარეშე არ მიგვიღებენ, თქვენ ის გიკვირთ, რატომ არ არის დავოსის და მიუნხენის კონფერენციებზე საქართველო?!
კარგია დავოსის კონფერენციაზე თუ იქნები წარმოდგენილი, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისთვის კონფერენციები კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. ინვესტორი სწორედ ამას უყურებს და არა მხოლოდ იმას, შენ დავოსში იქნები თუ არა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი ლევან იოსელიანს: თქვენი დღევანდელი პოსტი საერთოდ იმის ეჭვსაც კი მიჩენს, რომ შეიძლება გულში ეთანხმებით კიდეც ხელისუფლების ასეთ მეთოდებს, მათსავით ფიქრობთ, რომ გარეთ ვინც გამოდის, ყველა ნაცია და მეტის ღირსები არიან