განსხვავებული შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში თბილისის მერის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, ვარცხნილობის რადიკალურად შეცვლაზე.
დიახ, კახა კალაძემ გუშინ საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. მერმა იმიჯი შეიცვალა და თმა გადაიპარსა.
იმიჯის შეცვლას მის სოციალურ ქსელში სხვადასხვა გამოხმაურებები მოჰყვა:
“გიხდება” – უწერს ზურა ხაჩიძე ფოტოს კომენტარებში, რაზეც ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი პასუხობს: “მორჩა ახალი წლის კონცერტები ნუ პირფერობთ”
სხვები კი წერენ:
“ვეღარ დადიხართ ბატონო კახი მილანებში კრიზისია”
“კახი, ახალი იმიჯი გიხდება, სიმპათიური მერი გვყავს”
- ჩვენი ინფორმაციით, კახა კალაძე ახალი წლის არდადეგებს ანუკისთან და შვილებთან ერთად ევროპაში ატარებს, სწორედ იქ გადაწყვიტა ვარცხნილობის შეცვლა. მერი ახალი წლის უქმეებს სხვა წლებში ყოველთვის შვეიცარიას სტუმრობდა, თუმცა ახლა რომელ ქვეყანას ესტუმრა ოჯახი უცნობია.
კალაძემ სოციალურ ქსელში შეცვლილი იმიჯით ფოტოების გარდა, კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, ჯენარო გატუზოს 47 წლის იუბილეს ულოცავს. კალაძე და გატუზო მილანში ერთად ცხრა წელი თამაშობდნენ (2001-2010 წლამდე). გატუზო გაოგნებული დარჩა მერის ახალი ვარცხნილობით, ვიდეოში, სადაც მილოცვა ჩანს, კალაძე უმცროს შვილებთან ერთად არის.