კირ სტარმერი რუსეთ-უკრაინის ომზე – გაერთიანებული სამეფო შეასრულებს სრულ როლს ნებისმიერ სამშვიდობო ძალისხმევაში, მათ შორის სამშვიდობო მისიისთვის ბრიტანული ჯარების განლაგებით

გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს ში სამშვიდობო ძალისხმევაში, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, მაგრამ „ გაერთიანებული სამეფო შეასრულებს სრულ როლს ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში – მათ შორის სამშვიდობო მისიისთვის ბრიტანული ჯარების განლაგებით“.
კითხვაზე – მზად იქნება თუ არა ამისათვის? – პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სრულად შევასრულებთ ჩვენს როლს, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს. ეს ეხება იმას, თუ რა გავლენა აქვს გაერთიანებულ სამეფოზე და ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. რადგან თუ წარმატებას მიაღწევს ამ აგრესიაში, ის გავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გუშინ კიევში იმყოფებოდა.