გაერთიანებული სამეფო უკრაინას Gravehawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფო ს Gravehawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის მობილურ სისტემებს გადასცემს. პროექტი ერთობლივად დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და დანიის მიერ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იუწყება.
მათი განმარტებით, Gravehawk სისტემას შეუძლია გამოიყენოს უკრაინული რაკეტები, რომელიც უკვე შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში.
„მაშინ, როცა უკრაინა ს მხრიდა მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება, Gravehawk-ის სისტემა გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რაც მას საშუალებას მისცემს დაიცვას თავისი ქალაქები, ჯარები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი პროტოტიპი უკრაინაში 2024 წლის სექტემბერში გამოცადეს, კიდევ 15-ის მიწოდება კი წელს განხორციელდება.