ნიდერლანდებმა უკრაინას 27 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა კიევში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას უკრაინისთვის 27 მილიონი ევროს დახმარება გამოაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტიდან 20 მილიონი მიმართული იქნება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაზე, რომელიც ს თავდასხმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
ნიდერლანდების საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ თანხა განკუთვნილია როგორც ენერგეტიკული ობიექტების შეკეთებასა და დაცვაზე, ასევე ელექტროენერგიის დეცენტრალიზებულ წარმოებაზე.
გარდა ამისა, კასპარ ველდკამპმა გამოაცხადა 7 მილიონი ევროს კონტრიბუცია ნატო-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტში, რომლის ფარგლებში ალიანსი ს არალეტალურ მხარდაჭერას უწევს.
კიევში ვიზიტის დროს, ველდკამპმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინასთან.
საგარეო მინისტრის მტკიცებით, ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების ერთგული რჩება და გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის სამართლიანობის მისაღწევად.