ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დასანქცირდნენ ისინი, ვინც თავს ესხმიან თავისუფლებას.
“ქართველი ერი და ამერიკა ღირებული პარტნიორები არიან. ქართველები ამერიკელებთან ერთად მსახურობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. სამწუხაროდ, საქართველო საკუთარი თავისუფლებისთვის საფრთხის წინაშე დგას. ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა. სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, მამაცად დგას დემონსტრანტებთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში.
ხელახლა წარვადგინე ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, რათა დასანქცირებულ იქნან ისინი, ვინც თავს ესხმიან თავისუფლებას. დამატებით, არის კანონმდებლობა, რომ აიკრძალოს არალეგიტიმური რეჟიმის აღიარება.
ჩემი მოწვევით სალომე ზურაბიშვილი დაესწრება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას,” – განაცხადა უილსონმა.