“ძლიერი საქართველოს” ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებენ

16 იანვარს, შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ამერიკელ სენატორ როჯერ უიკერს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამერიკა „ქართული ოცნების“ მიმართ ნაბიჯებს, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ს ინაუგურაციის შემდეგ გადადგამს. მისი თქმით, სენატორი უიკერი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.
მანამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და “მეგობარი” აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.
კოალიციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ კონგრესმენ უილსონს ოთხი გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა