რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის 50-ე დღეს კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობის პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც მედიის წარმომადგენლები დაკავებული ჟურნალისტის – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციას მართავენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს – რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?