აფხაზეთის ე.წ. ცესკო საარჩევნო უბანს თურქეთშიც გახსნის

დროებით ოკუპირებული ს ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბანი თურქეთშიც გახსნას. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს და წერს, რომ ე.წ. უბანი საქარიაში გაიხსნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში 500 ათასამდე ეთნიკურად აფხაზი ცხოვრობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო 15 თებერვალს ჩატარდება. ე.წ. პრეზიდენტობა 5 პირს სურს: ადგურ ხურხუმალის; დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბადრა გუნბას; ადგურ არძინბას, რომელიც ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელია; ოლეგ ბარციცის; კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს რობერტ არშბას.
„კომერსანტი“ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.