„თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს ჟურნალისტების აქცია გაიმართება

„თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს ჟურნალისტების აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 20:00 საათზე გაიმართება.
ინფორმაციისთვის, ს საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა სიმონიშვილი – აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა შეფასდეს, როგორც გამოხატვის ნებისმიერი ფორმის აკრძალვა, გახარიას პარტიის პოზიცია კი „ოცნების“ განცხადებებზე უფრო მავნებლურია – მათ ტონი უნდა შეარბილონ!