ნანა დიხამინჯია: თუ ეს ინფორმაცია არ აღმოჩნდება ზუსტი, ნამდვილად არ არის მედიის პრობლემა, არამედ სამინისტროსი

“ტვ მთავარი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზარქუა და სანიკიძე ერთი თვე იქნებიან დაკავებული აბუ დაბიში, სანამ საქმე განიხილება, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია. ვინ უნდა გვითხრას ზუსტი ინფორმაცია? ცხადია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც დუმს.
შესაბამისად, თუ ეს ინფორმაცია არ აღმოჩნდება ზუსტი, ნამდვილად არ არის მედიის პრობლემა, არამედ სამინისტროსი. მედია სრულიად სწორი ტექსტით ავრცელებს მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
სამინისტროებს და ზოგადად საჯარო დაწესებულებებს კი დუმილი უნდა აეკრძალოთ ახალ საქართველოში. გისვამს კითხვას საზოგადოება, გაეცი ადეკვატური პასუხი,” – წერს სოციალურ ქსელში “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო