100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ

100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ
მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება მე არ მინახავს. 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო ს თაობაზე გადაცემაში „დღის ამბები“.
მისივე თქმით, მან ვერ მიიღო ინფორმაცია ვერცერთი პარტიისგან და არასამთავრობო ორგანიზაციისგან იმ მასშტაბის გაყალბების თაობაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. მანვე აღნიშნა, რომ თუკი არსებობს ასეთი მტკიცებულებები, პირველ რიგში უნდა მიაწოდონ საზოგადოებას.
„მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე. მე არჩევნებს არ დავკვირვებულვარ, 3000 უბანზე მე არ მყოლია წარმომადგენელი, მაგრამ დღემდე ვისაც ჰყავდა წარმომადგენლები და ვისაც ჰქონდა ასეთი საშუალება, მათ მიერ ჩემი აზრით არ არის წარმოდგენილი ისეთი მყარი მტკიცებულებები გაყალბების შესახებ, რომელიც მათქმევინებდა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ან 100 ათას ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. ეს არის ჩემი პოზიცია.
არჩევნების წინა პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ყოველ კვირას განცხადებას ვაკეთებდით, რომ თუ ადგილი აქვს თქვენს მიმართ რაიმე ტიპის საარჩევნო უფლების შეზღუდვას, ან იგივე ამ პირადობებთან დაკავშირებით თუ არის რამე პრობლემა მოგვმართეთ, მოიტანეთ, ჩვენ თუ არა სხვაგან, ამის შესახებ საჯაროდ გააკეთეთ განცხადება. დღემდე რომ ასეთი მტკიცებულება, რომელიც ამ მასშტაბის გაყალბებას, თორემ ცალკეული შემთხვევები როგორ არ იყო და პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ ხომ, აქ ხომ საუბარი არის მასშტაბზე, რომელიც შესაძლებლობას მიცემს, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს, ანუ გავლენა მოახდინოს.
ყველა პარტიას და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენ პირადად დავუკავშირდით და ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია. არავინ არ მომაწოდა ინფორმაცია. ვთქვათ ჰქონდათ, მაშინ რატომ არ დაწერეს 3000 უბანზე 11-ზე მეტი საჩივარი გაყალბების შესახებ? თუ ჰქონდათ იქ არ იყვნენ მთელი დღის განმავლობაში?
გაყალბების შესახებ რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს, პირველ რიგში მე კი არ უნდა მომაწოდონ, თუნდაც მეც მომაწოდონ, საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. საზოგადოებას ვეკითხები – მაჩვენეთ მაშინ ეს მასალები, მტკიცებულებები და კი ბატონო თქვენთან ერთად დავჯდები და ვიტყვი რომ ეს ესეა ეს ესეა, მაგრამ ვთქვათ მე არ მენდობიან, ვისაც ენდობიან იმას მიაწოდონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, ანუ ღირებულებითი თანხვედრაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის,როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს,ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს