: კაცს, რომელიც რუსთაველზე თავს დამესხა, მანქანა აჩუქეს

კაცს, რომელიც რუსთაველის გამზირზე ე.წ. ატვიორკით თავს დამესხა, ავტომობილი აჩუქეს – ამის შესახებ განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, დავით ედიშერაშვილი არც კი არ დაუკევებიათ. მეტიც, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, თავდასხმა ლამის თავად მას დააბრალეს.

ე.წ. ატვიორკით რომ დამესხა კაცი თავს, ლამის მე მაბრალებდნენ, რომ თურმე მე დავაორგანიზე ეს ყველაფერი. ბოლოს იმ კაცს მანქანა აჩუქეს. აი ასეთი თავხედები და თაღლითები არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს”- თქვა ვაშაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

დავით ედიშერაშვილი ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში.

17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ედიშერაშვილი გიორგი ვაშაძისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა.

გიორგი ვაშაძის დიაგნოზში ეწერა, რომ პოლიტიკოსს თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ასევე, ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის არეში აღენიშნებოდა ღია ჭრილობა, ნიკაპის მიდამოს ექსკორიაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე