ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ისტორიულ სამიტამდე ერთი დღით ადრე
ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.
ევროკომისიის ცნობით, ამგვარად, უნგრეთს შეუძლია ქვეყნის განვითარებისთვის
ამ თანხის ღირებულების პროექტების ანაზღაურება მოითხოვოს.
ევროკომისიაში უარყოფენ, რომ უნგრეთისთვის გაყინული თანხების განბლოკვა ს პოზიციის შეცვლის მიზნით მოხდა და ამტკიცებენ, რომ ეს იყო უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი.
კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი, საერთო ჯამში 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა აქვს გაყინული.
იმოქმედებს თუ არა ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ორბანის პოზიციაზე სთან დაკავშირებით, ეს უკვე სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო იმყოფება “ცალმხრივი მეგობრობის” მძევლობაში – უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, “ევროსაბჭოთა კავშირი”, ამერიკა, საიდანაც გამოსვლის დროც დგება – ოღონდ ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა

ე.წ. მეგობარი აქტი, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოშია. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას განცხადების სახით