ზუსტად ესაა ის სცენარი, რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში

რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს, სასიამოვნო სანახავი არავისთვის არის ასეთი ფაქტები, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „იმედის“ ეთერის მეშვეობით მთელმა საქართველომ იხილა კადრები, როდესაც ერთი ადამიანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ფიზიკურად უსწორდება და ჭიქას ურტყამს სახეში.
„თქვენი ეთერით იხილა მთელმა საქართველომ და არამარტო ის კადრები, რომელიც თქვენ მოიპოვეთ და გავიდა ეთერში. ე.ი. ერთი ადამიანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ფიზიკურად უსწორდება. ჭიქას ურტყამს სახეში. ამის შემდეგ გამოდიან ამათი პროპაგანდისტული მედია, სოცპლატფორმები თუ ე.წ. „ენჯეოები“ და რას გვთავაზობენ, რომ თავდასხმა მოხდა გიორგი გახარიაზე. ესაა მათი სახე და ზუსტად ესაა ის გაიდლაინი, აი, ის სცენარი, აქ რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ და სახელმწიფოებრიობანას რომ თამაშობენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში. ესაა მათი გაიდლაინი და მიყვებიან. მაგრამ საბოლოოდ ეს მცდელობა და ბოლო მცდელობა ქვეყნის არევის ამათ ნამდვილად არ გამოუვათ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს