მედია: ვის ეკუთვნის რესტორანი „მიუზიკ ჰოლი ბაბილო“

რესტორანი „მიუზიკ ჰოლი ბაბილო“, სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება გაიმართა, ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის იურიდიული სახელწოდებაა „ნიუ ტექნიკ“.

რაც შეეხება მფლობელს, „მიუზიკ ჰოლი ბაბილოს“ 100%-იან წილს პაატა კუჭუხიძე ფლობს, ის იკავებს ასევე დირექტორის პოსტსაც.

შეგახსენებთ, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე რესტორანში „მიუზიკ ჰოლი ბაბილო“ გუშინ მოსამართლეების კორპორაციული წვეულება გაიმართა. რესტორნის წინ კი საპროტესტო აქციას მართავდნენ სამოქალაქო აქტივისტები და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლები. აქციის დროს რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი