არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა
„ოპოზიციამ ვერცერთი მტკიცებულება ვერც ს გაყალბებასთან და ვერც ვინმეზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, არჩევნების გაყალბების შესახებ ინსინუაციები პოლიტიკური სარჩულის მატარებელია.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებას ოპოზიცია ზეიმით შეხვდა და როცა რადიკალებმა ნახეს, რომ წააგეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეეცადნენ სურათის შეცვლას.
„არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა. მაშინ მათ თქვეს, რომ მოდი ახლა, დავიშალოთო. რატომ? იმიტომ, რომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც ვინმეზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს იმიტომ, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ასეულობით ლიდერი ჰყავს (ათასეულობით თუ არა) არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს. მათ ათიათასობით წარმომადგენელი ჰყავდათ საარჩევნო უბნებში.
საღამოს შამპანურები გახსნეს და მოგებას აღნიშნავდნენ. თუ გაყალბდა არჩევნები, საღამოს ხომ უნდა სცოდნოდათ და თავისთავად ეგრძნოთ ეს. როცა ნახეს, რომ წააგეს, მერე შემოატრიალეს და თქვეს რომ გაყალბდა. ეს კი ვერ დაამტკიცეს, იმიტომ, რომ არ გააჩნდათ შესაბამისი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე იყო, რომ ეუთო/ოდირმა ობიექტური დასკვნა დაწერა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი გაყალბება, ან რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო რადიკალური ოპოზიციის ხუთივე ძირითადი ბრალდება

ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის დაახლოებით ხუთმაგია