მკაცრად ვგმობ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას, ამასთან შეგუება არ შეიძლება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მკაცრად ვგმობ ოპოზიციურ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას. ძალადობა მიუღებელია, პოლიტიკური ლიდერისა თუ ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ. ამასთან შეგუება არ შეიძლება”, – წერს ზურაბიშვილი.
