ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
სუპერძლიერი ქუჩის ნარკოტიკი, რომლებიც ჰეროინზე ძლიერია, დაკავშირებულია სულ მცირე 54 სიკვდილთან დიდ ბრიტანეთში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ასეთი განცხადება გაკეთდა ამ დღეებში გაერთიანებულ სამეფოში. თუმცა, ნამდვილი ციფრი შეიძლება იყოს უფრო მაღალი – დანაშაულის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) განაცხადა, რომ კიდევ 40 შემთხვევა ელოდება შემდგომ ტესტირებას. ყველა სიკვდილი დაკავშირებულია სინთეზურ ოპიოიდებთან, სახელწოდებით ნიტაზენესი, რომლებიც როგორც ექსპერტები შიშობენ, მზადდება ჩინეთის ლაბორატორიებში და შემდეგ შემოდის გაერთიანებულ სამეფოში ნიტაზენესი პირველად ბრიტანეთში 2021 წელს დაფიქსირდა როდესაც 18 წლის პაციენტი მკურნალობდა არალეტალური დოზის გადაჭარბებით. ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი ნარკოტიკი შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ჰეროინი და ფენტანილი, კიდევ ერთი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც არის ასევე წამყვანი ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობით აშშ-ში – 75,000 სიკვდილში გასულ წელს. ნიტაზენესი შექმნეს შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის მკვლევარებმა 1950-იან წლებში, როგორც პოტენციური ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ არასოდეს ყოფილა დამტკიცებული ფართო გამოყენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განიხილება ოპიოიდებად, ნიტაზენესის ქიმიური სტრუქტურა განსხვავდება ფენტანილისა და მასთან დაკავშირებული ნაერთებისგან. მათ შეერთებულ შტატებში გამოჩენა დაიწყეს დაახლოებით 2019 წელს, მას შემდეგ რაც ჩინეთმა – ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის ქვეშ – შეზღუდა ფენტანილთან დაკავშირებული ნივთიერებების წარმოება, რომლებიც შეერთებულ შტატებში კონტროლირებად ნივთიერებებად არის ჩამოთვლილი. ინექცია, ჩასუნთქვა ან გადაყლაპვა, მათი სხვა წამლებთან და ალკოჰოლთან შერევა უკიდურესად საშიშია და მნიშვნელოვნად ზრდის დოზის გადაჭარბებისა და სიკვდილის რისკს. არალეგალურ ბაზარზე არის 10-15 ტიპის ნიტაზენი, მათ შორის ერთი, რომელიც შეფასებულია 43-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ფენტანილი, საქმეს ისეც ართულებს რომ ნალოქსონს რომელიც ზედოზირების დროს გამოიყენება შეიძლება გაართულოს სამაშველო სამუშაოები, თუ მომხმარებლებმა ან სამედიცინო პერსონალმა არ იცის, რომ ნიტაზენესი მოიხმარეს. აგვისტოში გამოქვეყნებულ კვლევაში, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სასწრაფო დახმარების პაციენტთა მცირე ჯგუფს, რომლებიც იღებდნენ ნიტაზენს, სჭირდებოდათ მეტი ნალოქსონი, ვიდრე ფენტანილის დოზის გადაჭარბების მქონე ადამიანებს. ორ პაციენტს, რომლებმაც მიიღეს მეტონიტაზენის ნაერთი, განიცადა გულის შეტევა და ერთი გარდაიცვალა (JAMA Network Open-ის კვლევის მიხედვით).