სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კლოდ კერნის, ედით ესტრელას და ბას კლაინს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო ს შემდგომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტები, დაკავებულთა მდგომარეობა და მიმდინარე გამოძიებებზე სახალხო დამცველის ზედამხედველობის საკითხები განიხილეს.
„სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს სახალხო დამცველის კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობითა და მოქმედი ეროვნული საკანონმდებლო სივრცის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხარისხით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული