ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან განვხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან განვხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო ს შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, რა დროსაც განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა.
„მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, საქართველოს შესახებ თანამომხსენებლებთან კლოდ კერნთან და ედიტ ესტრელასთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ოპოზიციის რეაქცია და ტაქტიკა, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა“, – დაწერა პაპუაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ უკვე გამართეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხვალ დელეგაციის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ს შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს